რეგიონული ინოვაციების ცენტრის (ტექნოპარკის) მშენებლობა გურჯაანში
ქალაქ გურჯაანში, კოსტავას ქუჩაზე, რეგიონული ინოვაციების ცენტრის (ტექნოპარკის) მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ტექნოპარკში იფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი, ლაბორატორიები, შოუ რუმები, საოფისე, საერთო-სამუშაო და რეკრეაციულ სივრცეები. ასევე, საკონფერენციო დარბაზი და სხვა სერვისები, რომლებიც ხელს შეუწყობს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებას. შეგახსნებეთ, რომ რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით და მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2 178 598 ათას ლარით ფინანსდება. ტექნოპარკის სამშენებლო სამუშაოებს შპს „ელჯორჯია“ ახორციელებს, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს