პროექტის “startup gurjaani “ -ს დახურვის ცერემონია გაიმართა
გურჯაანის ტექნოპარკში, პროექტის “startup gurjaani “ -ს დახურვის ცერემონია გაიმართა.
პროექტის ფარგლებში სამი გამარჯვებული გამოვლინდა:
გიორგი ქაჩლიშვილი
სტარტაპი "ალაზან გაზი" - (ენერგეტიკის მიმართულება)
საბა მანიჟაშვილი სტარტაპი “მუხტე” - ეკოლოგიის მიმართულება;
ნიკოლოზ ზირაქაშვილი, გიორგი ჯაჭვაძე სტარტაპი "გოლდენ ნექტარი" - სოფლის მეურნეობის მიმართულება;
გამარჯვებულებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი პრიზები - თითოეულს 3000 ლარი გადაეცა.
პროექტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა, რომელსაც პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი ესწრებოდნენ.