ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი გავიდა

9 May, 2022

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი გავიდა.

დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ გურჯაანში გვირგვინებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი და დიდების მემორიალი.

დიდებისა მემორიალზე, ტრადიციულად, იმყოფებოდნენ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, რომლებმაც ყვავილებით შეამკეს თავიანთი სოფლებიდან მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალური დაფები.

დღესვე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა, ვეტერანების საქმეთა კახეთის სამმართველოს უფროსთან თამაზ კალატოზიშვილთან ერთად, სოფელ ჭანდარში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ქალბატონი, 99 წლის მარიამ ბეჟაშვილი მოინახულა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და მხნეობა უსურვა. მარიამ ბეჟაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთადერთი ვეტერანია, რომელსაც მერიისგან საჩუქრად 500 ლარი, სახელმწიფოსგან კი 1000 ლარი გადაეცა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.

გააზიარე