ეროვნული სამოსის დღე გურჯაანში
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა.
ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "გურჯაანი", ნონეშვილის ქუჩაზე ფლეშმობი გამართა და ქართული ცეკვის ნომერი შეასრულა.
მსვლელობაში, რომელიც გურჯაანის ცენტრალურ ქუჩებზე მოეწყო, ა(ა)იპ გურჯაანის კულტურის ცენტრის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ.