ჯიმითის საჯარო სკოლის გუნდი სასკოლო ლიგის მეოთხედფინალშია
სოფელ ჯიმითის საჯარო სკოლის გუნდი, მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2024-ის რეგიონული გათამაშების მეოთხედფინალშია.
ჯიმითის საჯარო სკოლის გუნდმა მორიგი შეხვედრა თელავის გუნდთან გამართა და ანგარიშით 1:1 დაასრულა. მოპოვებული ქულით ჯიმითის გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში გადავიდა.
მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის რეგიონულ ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები იღებენ მონაწილეობას, რომლის გამარჯვებულიც მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2024 - ის საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
ჯიმითის სკოლის გუნდი შიდა მუნიციპალური ტურნირის გამარჯვებულია და სასკოლო ლიგაზე გურჯაანის სახელით ასპარეზობს.
მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის რეგიონულ ტურნირს გურჯაანი მასპინძლობს და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.