ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მედალოსნების დაჯილდოების ცერემონია ამბასადორში

13 ივნისი, 2024

კაჭრეთში, სასტუმროში „ამბასადორი“ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციატივით, 2024 წლის წარჩინებული მოსწავლეების ტრადიციად ქცეული დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

კახეთის წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიაში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან, პლატონ კალმახელიძესთან და ლევან ლილუაშვილთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს და აუდიტორიას სიტყვით მიმართეს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა.

2024 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტს 47 ოქროს და 13 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე ჰყავს.

გიორგი ალადაშვილის ინიციატივით, წახალისების მიზნით, კახეთის თითოეულ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოქროსმედალოსან და ვერცხლისმედალოსან ახალგაზრდებს ყოველწლიურად, ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

ღონისძიების მიზანს ახალგაზრდა თაობისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სწავლისადმი მოტივაციისა და სტიმულის ამაღლება, განათლებული ახალგაზარდა თაობის მიერ მიღწეული წარმატებული შედეგების პოპულარიზაცია წარმოადგენს.

ღონისძიების მხარდამჭერია - დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) „ვიზიტ კახეთი“.

გააზიარე