ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი", მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წყალმომარაგების დაქსელვის და აღდგენის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს
ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი", მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წყალმომარაგების დაქსელვის და აღდგენის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.
● სოფლებში: ვაჩნაძიანი, ზეგაანი, კაჭრეთი, შესრულდა საშემდუღებლო სამუშაოები, აღდგა ცენტრალურ მაგისტრალურ და საუბნო ხაზებზე არსებული დაზიანებები;
● სოფელ ვაჩნაძიანში დამონტაჟდა 1 ახალი წყლის საქაჩი ტუმბო;
● ექსპლუატაციაში შევიდა მწყობრიდან გამოსული 5 წყლის ჭაბურღილი შემდეგ სოფლებში: ვაჩნაძიანი, ახაშენი, ჩუმლაყი, კარდენახი, არაშენდა;
● დაზიანებული წერტილოვანი მონაკვეთები სრულად აღდგა შემდეგ სოფლებში: ვაჩნაძიანი, შაშიანი, ვაზისუბანი, მუკუზანი, ზეგაანი, ველისციხე, გურჯაანი, ვეჯინი, კოლაგი, ბაკურციხე, ჩალაუბანი, არაშენდა, ქოდალო, ზიარი, ნანიანი, კაჭრეთი, ზემო კაჭრეთი, რის შემდეგაც წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა მოსახლეობას;
● სოფელ კაჭრეთში სხვადასხვა ლოკაციებზე გაიწმინდა სანიაღვრე არხები;
●დაიქლორა სოფელ კალაურის სათავეზე არსებული 1000ტ. ტევადობის წყლის რეზერვუარი;
საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:
● მოსწორდა და გაიწმინდა საუბნო გზის მონაკვეთები შემდეგ სოფლებში: ვაჩნაძიანი, ვაზისუბანი, ქ.გურჯაანი, ბაკურციხე, კარდენახი, კაჭრეთი, ზემო კაჭრეთი.