ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

შეხვედრები სოფელ შაშიანის, ვაზისუბნის, მუკუზნისა და ზეგაანის მოსახლეობასთან

6 თებერვალი, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

დღეს, მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, სოფელ შაშიანის, ვაზისუბნის, მუკუზნისა და ზეგაანის მოსახლეობას თანამშრომლებთან ერთად შეხვდა.

მოსახლეობამ შეხვედრაზე მთავარ გადასაჭრელ საკითხებად გზების მოხრეშა, სკვერების მოწყობა, საჯარო სკოლისა და ბაღის ეზოს შემოღობვა დაასახელა.

მიმდინარე წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 520 000 ლარი დაიხარჯება.

გააზიარე