ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

შეხვედრები სოფელ ველისციხესა და ახაშენში

7 თებერვალი, 2023

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მორიგი შეხვედრები მოსახლეობასთან სოფელ ველისციხესა და ახაშენში გაიმართა. 

შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.  

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მინი მოედნის, გარე განათებისა და სანიაღვრე არხის მოწყობა დაიგეგმა.  

მიმდინარე წელს, სოფლის პროგრამიდან, როგორც სოფელ ველისციხეში, ასევე ახაშენში, 20 000 ლარი დაიხარჯება. 


 

გააზიარე