"გურჯაანის მუნიციპალური სერვისი" სოფლებში სამუშაოებს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი" სოფლებში სამუშაოებს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს.
სპეციალური ტექნიკის საშუალებით გაიწმინდა სოფლების: ველისციხე, ჭერემი და ჩუმლაყის წყლის სათავე ნაგებობები, სოფელ ვაზისუბანში კი 250 მეტრამდე სიგრძის ახალი მაგისტრალი მოეწყო.
უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული სავარგულებთან მისასვლელი გზები მოსწორდა სოფლებში: გურჯაანი, ჩუმლაყი და შაშიანი.