ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანმა რეგიონის ღია პირველობას ცურვაში უმასპინძლა

21 ივნისი, 2022

გურჯაანის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის საცურაო აუზმა რეგიონის ღია პირველობას უმასპინძლა ცურვაში.

ტურნირი ცურვის ოთხ დისციპლინაში ( ბრასი, გულაღმა, თავისუფალი სტილი, ბატერფლაი ) გაიმართა, რომელშიც 200 - მდე მონაწილე იღებდა მონაწილეობას.

წარმატებას მიაღწიეს გურჯაანელმა მოცურავეებმა და ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მარიამ გეთიაშვილი ვერცხლის, მარიამ გოგიაშვილი, ქეთი მამუკაშვილი და ნინო მამუკაშვილი კი ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.  

ესტაფეტის გამარჯვებული კი გურჯაანის გუნდი გახდა.

რეგიონის ღია პირველობა, ა(ა)იპ „გურჯაანის სპორტული გაერთიანების” და კახეთის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.  

 

გააზიარე