"გურჯაანის მუნიციპალური სერვისი" სოფლებში სამუშაოებს აგრძელებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი" სოფლებში სამუშაოებს აგრძელებს.
სოფელ კარდენახში მოსწორდა სავარგულებთან დამაკაშირებელი გზის მონაკვეთი, სოფელ კალაურში გაიწმინდა, უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული, ხევის კალაპოტი, სოფელ შაშიანში ამოიცვალა წყლის სათავე ნაგებობიდან მიმავალი მილი და ე.წ. სკოლის უბანში საუბნო ქსელი. სოფელ არაშენდაში ამაღლების სახელობის ეკლესიის და სასაფლაოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები.