ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი დაიწყო

30 April, 2020

COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.  თერმოსკრინინგი პირველ რიგში უტარდება მაღაზიებთან, აფთიაქებთან, ბანკებთან მყოფ ადამიანებს და ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს. მეორე ეტაპზე კი მოხდება სახლებში ვიზიტი, სადაც თითოეულ მოქალაქეს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი. გურჯაანის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგს გურჯაანის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, საკრებულოს დეპუტატები და ა(ა)იპების თანამშრომლები ახორციელებენ. თერმოსკრინინგი დღეს ქალაქ გურჯაანიდან დაიწყო და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება

გააზიარე