გურჯაანში სასურსათე კალათების გადაცემა იწყება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაჭირვებული ოჯახებისთვის გადასაცემი სასურსათო კალათების დაფასოება მიმდინარეობს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, პირველადი მოხმარების პროდუქტებით, გურჯაანში მცხოვრებ 2000-ზე მეტ ოჯახს გაუწევს დახმარებას, რისთვისაც ჯამში 91 600 ლარი დაიხარჯება. სასურსათო კალათების დარიგებას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მოხალისეები, ხვალიდან დაიწყებენ