ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მორიგი სოციალური აქცია ახაშენში

8 April, 2020

კიდევ ერთო სოციალური აქცია გაიმართა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახაშენში.  სხვადასხვა საკვები პროდუქტისგან შემდგარი სასურსათო კალათა ამჯერად, სოფელ ახაშენში მცხოვრებმა 30 -მა უკიდურესად გაჭირვებულმა ოჯახმა მიიღო.  საქველმოქმედო აქცია საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ახაშნის სადროშოს, მისი ხელმძღვანელის მალხაზ კობიაშვილის ინიციატივით და ადგილობრივი ბიზნესმენის დახმარებით განხორციელდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია დიდ მადლობას უხდის მათ გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობისთვის და განსაკუთრებულად რთულ პერიოდში ჩვენი მოქალაქეების გვერდში დგომისთვის!

გააზიარე