ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ქალაქ გურჯაანში გამწვანების სამუშაოები დაიწყო

28 მარტი, 2020

ქალაქ გურჯაანში გამწვანების სამუშაოები დაიწყო. დღეს 50 ხის ნერგი კურორტ "ახტალის" და სასაფლაოს ტერიტორიებზე დაირგა. გამწვანების აქციაში მონაწილეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ - თეიმურაზ ზავრაშვილმა თანამშრომლებთან ერთად მიიღო.  შეგახსენებთ, რომ გამწვანების პროექტის ფარგლებში, რომელიც გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება, ქალაქ გურჯაანში 450 - მდე ხის ნერგის დარგვა იგეგმება.  კედარი,აკაკი,ნეკერჩხალი და მუხა - კურორტ "ახტალის", ზღუდრის, ვაშლების, კოსტავას, გურამიშვილის, ქოროღლიშვილის და 9 აპრილის ქუჩებზე გადანაწილდება. მათ მოვლაზე კი ა(ა)იპ "დასუფთავების სამსახურის" სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და გამწვანების განყოფილება იზრუნებს

გააზიარე