ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ გურჯაანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

27 მარტი, 2020

 სოფელ გურჯაანში ე.წ. ზემო სახასოში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  პროექტის ფარგლებში მოასფალტდება გზის სავალი ნაწილი, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. გზის მოასფალტების სამუშაოების დაწყებამდე შეიცვალა წყალმომარაგების ქსელიც. საგზაო სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა "გზამშენი 15" " ასრულებს.  აღსანიშნავია, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, სოფელ გურჯაანში კიდევ ორი შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, რაზეც ჯამში 390 000 ლარამდე დაიხარჯება. 

გააზიარე