ჯანდაცვის თანამშრომლებმა აგრარული ბაზრის მოვაჭრეები დაატრენინგეს
დღეს, გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა, გურჯაანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს ის აუცილებელი რეკომენდაციები გააცნეს, რომლის დაცვაც მათ კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში ევალებათ. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედიკოსებმა აღნიშნეს, აუცილებელია მოვაჭრეებმა დაიცვან სოციალური დისტანცია, გამოიყენონ ხელთათმანები, ქუდები და პირბადეები. ✔️შეგახსენებთ, რომ გურჯაანის აგრარულ ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად წესების დაცვით ტარდება