ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა,თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები მოინახულა

17 მარტი, 2020

  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან ვანო ბერიძიშვილთან, გურჯაანის ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან და გადაუდებელი სასწრაფო დახმარების თანამშრომლებთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები მოინახულა.

 16 მარტის მონაცემებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თვითიზოლაციის რეჟიმში, 21 ადამიანი იმყოფება.

ისინი ყოველდღიურად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ჯერ-ჯერობით, ყველა ემორჩილება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ თვითიზოლაციის წესებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, ყოველდღიურ რეჟიმში მოგაწვდით ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტში, თვითიზოლაციაში მყოფი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 

გააზიარე