ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

"მხიარული სოფელი" კარდენახში

18 ივლისი, 2019

 გურჯაანის მერიის ა(ა)იპ "მუნიციპალური კულტურის ცენტრი"-ს ორგანიზებით, ახალი პროექტი "მხიარული სოფელი" დაიწყო.

 პროექტის ფარგლებში, პირველი ღონისძიება სოფელ კარდენახში, იოსებ ნონეშვილის მუზეუმის ეზოში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა და მოცეკვავეებმა მიიღეს მონაწილეობა.

"მხიარული სოფელი" მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც კონცერტები გურჯაანის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში ჩატარდება.

გააზიარე