მოსახლეობასთან შეხვედრები-ჯიმითი, არაშენდა და ნანიანი (21 ნოემბერი)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ჯიმითის, არაშენდისა და ნანიანის მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივმა მოსახლეობამ ძირითად საკითხებად ინფრასტრუქტურის მოწყობა დაასახელა, უფრო კონკრეტულად სანიაღვრე არხებისა და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების გაუმჯობესება და სააღმზრდელო დაწესებულებების მოწესრიგების საკითხები.
მსგავსი ტიპის შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან პერიოდულად იმართება, რომლის მიზანია მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა და ბიუჯეტის დაგეგმვისას მათი გათვალისწინება.