მერიის მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის პირველი კვარტლის ანგარიში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი),183 -მა ოჯახმა ისარგებლა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 45 200 ლარი გაიცა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა, 18 წლამდე ასაკის, მეოთხე და ყოველ მომდევნო შვილზე ყოველთვიურ ფულად დახმარებას გულისხმობს.