ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მერიაში მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

7 May, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი უძღვებოდა. სათათბირო ორგანოს წევრები მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის სამსახურის და ა(ა)იპ გურჯაანის მუნიციპალური სერვისის მიერ 2021 წლის ნოემბრიდან დღემდე გაწეული საქმიანობის ანგარიშს გაეცნენ. ასევე, განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტები.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მერის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 2019 წელს ჩამოყალიბდა.

გააზიარე