მანსანკანის რეგიონული ჩემპიონატის გამარჯვებული გურჯაანის გუნდი გახდა
გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრში მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის რეგიონული ტურნირი გაიმართა.
კახეთის რეგიონული ჩემპიონატის გამარჯვებული, რომელშიც გურჯაანის,სიღნაღისა და საგარეჯოს გუნდები მონაწილეობდნენ, გურჯაანის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი გახდა.
ჩემპიონატის მონაწილეები საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ვარდიაშვილმა დააჯილდოვეს.