ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

კოტეხის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

გამოქვეყნების თარიღი: 5 სექტემბერი, 2019
დასრულების თარიღი: 5 სექტემბერი, 2019

 ქალაქ გურჯაანში, კოტეხის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. 

პროექტის ფარგლებში, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 186 461 ლარით დაფინანსდა, მოასფალტდა 440 მეტრი სიგრძის გზა.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა შპს "ნიუპოვერმა" შეასრულა. 

გააზიარე