კალაურში ხევის კალაპოტის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ კალაურში ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი" ხევის კალაპოტის აღდგენის და ჯებირის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
მოსულმა უხვმა ნალექმა სოფელ კალაურის ხევის ადიდება გამოიწვია, გაარღვია დამცავი ჯებირი და დატბორა სავარგულებში არსებული სასოფლო- სამეურნეო მიწის ფართობები.
"გურჯაანის მუნიციპალური სერვისის" მიერ ოპერატიულად მოხდა სამუშაოების დაწყება და წყლის ნაკადის შეჩერება.