ქალაქ გურჯაანში ნონეშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
ქალაქ გურჯაანში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ნონეშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
ქალაქის ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე შენობებს, სადაც კეთდება ფასადი და იცვლება შენობების კარ-ფანჯრები. ასევე, მიმდინარეობს ტროტუარების, განათების, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა.