ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ქალაქ გურჯაანში კოსტავას და თაყაიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია ხორციელდება

5 ივლისი, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ გურჯაანში კოსტავას და თაყაიშვილის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს.

გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 528 356 ლარით ფინანსდება და 660 მეტრი სიგრძის გზის, ბორდიურების, და ეზოებში შესასვლელების რეაბილიტაციას მოიცავს.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაო პროცესს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი ადგილზე გაეცნო.

მიმდინარე წელს, ქალაქ გურჯაანში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 5 ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდება, რისთვისაც ჯამში 1 333 000 ლარი იხარჯება.

გააზიარე