ქალაქ გურჯაანში გამწვანების სამუშაოები დაიწყო
ქალაქ გურჯაანში გამწვანების სამუშაოები დაიწყო. დღეს 50 ხის ნერგი კურორტ "ახტალის" და სასაფლაოს ტერიტორიებზე დაირგა. გამწვანების აქციაში მონაწილეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ - თეიმურაზ ზავრაშვილმა თანამშრომლებთან ერთად მიიღო. შეგახსენებთ, რომ გამწვანების პროექტის ფარგლებში, რომელიც გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება, ქალაქ გურჯაანში 450 - მდე ხის ნერგის დარგვა იგეგმება. კედარი,აკაკი,ნეკერჩხალი და მუხა - კურორტ "ახტალის", ზღუდრის, ვაშლების, კოსტავას, გურამიშვილის, ქოროღლიშვილის და 9 აპრილის ქუჩებზე გადანაწილდება. მათ მოვლაზე კი ა(ა)იპ "დასუფთავების სამსახურის" სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და გამწვანების განყოფილება იზრუნებს