ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ქალაქ გურჯაანში გამწვანების პროექტი განხორციელდება

27 მარტი, 2020

სულ მალე, ქალაქ გურჯაანში გამწვანების სამუშაოები დაიწყება. პირველ ეტაპზე, ქალაქის ტერიტორიაზე, ოთხი სახეობის 250 ნერგი გადანაწილდება.  კედარი,აკაკი,ნეკერჩხალი და მუხა - კურორტ "ახტალის", ზღუდრის, ვაშლების, კოსტავას, გურამიშვილის, ქოროღლიშვილის და 9 აპრილის ქუჩებზე დაირგვება. გამწვანების მოსამზადებული სამუშაოები უკვე დასრულებულია.  მიმდინარე წელს, ქალაქ გურჯაანში 450 ხის ნერგის დარგვა იგეგმება, რომელთა მოვლაზეც ა(ა)იპ "დასუფთავების სამსახურის" სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და გამწვანების განყოფილება იზრუნებს. აღნიშნული გამწვანების პროექტი გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება.

გააზიარე