ქალაქ გურჯაანში ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ გურჯაანში ეზოების და ჩიხების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამ დროისთვის სამუშაოები ქალაქ გურჯაანის მეოთხე საბავშვო ბაღის მიმდებარე ეზოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ასევე ჩაუტარდება: გურამიშვილის ქუჩა N 7, N9, ნონეშვილის ქუჩა N6, N7, N13, ძმები შალიკაშვილების N14, N16, N18 კორპუსების ეზოებს, წმ. ნინოს პირველ და ნონეშვილის ჩიხებს.
სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა "გზამშენი 15" ასრულებს. პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 508 500 ლარით ფინანსდება.