ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს გახსნა გურჯაანში

15 სექტემბერი, 2022

დღეს, ქალაქ გურჯაანში, ნონეშვილის #4 ნომერში, იურიდიული დახმარების სამსახურის ბიურო გაიხსნა.

საკონსულტაციო ცენტრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი და მერის მოადგილე ლერი გელენავა.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა ბიუროს კონსულტანტი გურანდა გიაშვილი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში შეძლებს სამართლებრივი კონსულტაციის გაცემას დაინტერსებული პირებისათვის.

გურჯაანის ბიუროს საქმიანობას გაუძღვება ადვოკატი ლიანა ჭუნიაშვილი, რომელიც ამავდროულად თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსიცაა.

ოფისის გახსნის

ცერემონიის შემდეგ, გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა სპეციალური პრეზენტაციის საშუალებით შეკრებილ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ბავშვის უფლებათა კოდექსის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ. ხაზი გაესვა საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს და იმ პროექტებს, რომლიც ფარგებლშიც იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები მაღალკვალიფიციურ დახმარებას უწევენ ბენეფიციარებს.

ამიერიდან უფასო სამართლებრივი დახმარება: იურიდიული კონსულტაცია, დოკუმენტაციის შედგენა და საადვოკატო წარმომადგენლობა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება გურჯაანისა და მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების მოსახლეობისთვის.

გააზიარე