ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანში შშმ პირების საერთაშორისო დღე აღინიშნა

4 დეკემბერი, 2019

3 დეკემბერს, გურჯაანის სპორტკომპლექსში, შშმ პირების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სპორტული ფესტივალი გაიმართა. სპორტული ფესტივალის ფარგლებში, რომელშიც შშმ პირები მონაწილეობდნენ, შეჯიბრებები გაიმართა:კალათბურთში, სირბილში, ბარიერის გადალახვაში და სპეციალურ საფეხურებზე ხტომაში;.  შშმ პირების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სპორტული ფესტივალი გურჯაანის დღის ცენტრის "Life Line"-ის ორგანიზებით და ა(ა)იპ "გურჯაანის სპორტული გაერთიანების" მხარდაჭერით ჩატარდა.  ფესტივალის მონაწილეები სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.

გააზიარე