ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანში სასაფლაოების დასუფთავება მიმდინარეობს

9 მარტი, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასაფლაოების დასუფთავება აქტიურად მიმდინარეობს.  სასაფლაოების ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოებს ა(ა)იპ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ახორციელებენ.  სასაფლაოების მოვლა-პატრონობა წლის განმავლობაში რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველი ეტაპი, აპრილის ბოლომდე დასრულდება. ამ დროისთვის, რამდენიმე სოფლის სასაფლაოს ტერიტორიის გაწმენდა უკვე დამთავრებულია.  შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე წელია, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარით ფინანსდება

გააზიარე