ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანში პროექტი "უსაფრთხო სოფელი" მიმდინარეობს

3 April, 2020

გურჯაანში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჟურნალისტის მეგი საჯაიას ინიციატივით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პროექტი ,,უსაფრთხო სოფელი,, ხორციელდება.  პროექტის ფარგლებში დეზინფექცია ჩაუტარდა გურჯაანის აგრარულ ბაზარს, იქ მდებარე სავაჭრო ობიექტებს, სოფელ ვაზისუბანში მდებარე სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს, ფულის ჩასარიცხ აპარატებს და სხვა.  აქციაში მონაწილეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, მერიის თანამშრომლებმა, ჟურნალისტმა მეგი საჯაიამ და მოხალისეებმა მიიღეს. სადეზინფექციო სამუშაოები თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი- ეპიდემიოლოგის ოთარ ჩოკოშვილის რეკომენდაციებით და მითითებებით განხორციელდა. ასევე, საჭირო რეკომენდაციები მიეცათ სავაჭრო ობიექტების მეპატრონეებსაც.  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას, უსაფრთხო სადეზინფექციო ხსნარები საქართველოს საინჟინრო აკადემიის "სამედიცინო-ტექნიკური ცენტრის" ხელმძღვანელმა თენგიზ ცეცხლაძემ გადასცა.  პროექტის ,,უსაფრთხო სოფლის,, ინიციატორების ინფორმაციით აქცია მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაგრძელდება და სადეზინფექციო ხსნარებით შეიწამლება და დამუშავდება სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ჩარიცხვის აპარატები და ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის შემცველი ობიექტები. პროექტში ჩაერთვნენ ასევე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მოხალისეები.

გააზიარე