გურჯაანში კორპუსების ეზოების მოასფალტება მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ გურჯაანში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების მოასფალტების სამუშაობი დაიწყო. ამ ეტაპისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „გზამშენი 15“ ასრულებს. პროექტი გარდამავალია და ორ ეტაპად განხორციელდება, რომლის ჯამური ღირებულებაც 935 000 ლარია. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება.