ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანში ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ XIX სასკოლო სერიის ფინალი გაიმართა

5 აგვისტო, 2022

გურჯაანში ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ XIX სასკოლო სერიის ფინალი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც და მთავარი პრიზის "ბროლის ბუს" მფლობელი სოფელ მელაანის საჯარო სკოლის გუნდი გახდა. ზაფხულის სერიის საუკეთესო მოაზროვნე კი მელაანის გუნდის კაპიტანი გეგა ფრიდონიშვილი, უკვე მესამედ, გახდა.

თამაშის ფინალში გურჯაანის მუნიციპალიტეტის 6 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. მეორე ადგილი სოფელ ჭანდრის, ხოლო მესამე ადგილი კი სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის გუნდებმა დაიკავეს.

გამარჯვებული გუნდები სიმბოლური საჩუქრებით და სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ტრადიციულად, ინტელექტუალური თამაშის რედაქტორი და წამყვანი პაატა ჩახვაშვილი იყო.

"რა? სად ? როდის? " ზაფხულის სერია ა(ა)იპ გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა.

გააზიარე