ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

 გურჯაანში ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?" მე-18 სასკოლო სერია დაიწყო

20 April, 2022

 გურჯაანში ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?" მე-18 სასკოლო სერია დაიწყო.

თამაში 6 ტურად გაიმართება და მასში 19 საჯარო სკოლა მონაწილეობს. ფინალური ტური 10 მაისს გაიმართება, რომელში გამარჯვებულსაც, ტრადიციულად, სიმბოლური პრიზი "ბროლის ბუ" გადაეცემა.

"რა? სად? როდის?" სასკოლო ტურნირი ა(ა)იპ "გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების" და გურჯაანის "ინტელექტკლუბის" ორგანიზებითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით ტარდება.

გააზიარე