ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

13 May, 2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან, ზურაბ უტიაშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი შიოშვილთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსთან, შოთა კაკაბაძესთან ერთად გურჯაანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.

ადგილზე გაეცნენ ქალაქ გურჯაანში კოტეხის და ვაჩნაძის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნული გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება.

ასევე, მოინახულეს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე, სოფელ ჩუმლაყის ინდუსტრიული უბნის ბაკურციხის შემოვლით გზასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტის ბიუჯეტი 1 879 999 ლარია, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა 3 კმ-მდე სიგრძის ახალი გზა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას, ხილის მწარმოებლებს და ექსპორტიორებს გაუადვილებს გადაადგილებას, შეამცირებს დროს და ტრანსპორტირების ხარჯებს.

 

გააზიარე