ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანში "ღვინის ბიბლიოთეკა " გაიხსნა

11 დეკემბერი, 2019

 გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში „ღვინის ბიბლიოთეკა“ გაიხსნა.  ბიბლიოთეკის ახალ სივრცეში წარმოდგენილია თანამედროვე ლიტერატურა ვაზის, მეღვინეობისა და ღვინის შესახებ, სადაც მეღვინეობის და მევენახეობის მიმართულებით დაინტერესებულ მკითხველს, შესაბამისი ლიტერატურის წაკითხვა და ელექტრონული ბაზებით სარგებლობა შეუძლია. გურჯაანის "ღვინის ბიბლიოთეკას" დარგობრივი ლიტერატურა საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გადასცეს.  ბიბლიოთეკაში ასევე, წარმოდგენილია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ღვინის კომპანიების და მცირე ტიპის საოჯახო მარნების მიერ წარმოებული ღვინოები. სტუმრებს საშუალება აქვთ ასევე, გაეცნონ ინფორმაციას მუნიციპალიტეტში არსებული საოჯახო მარნების შესახებაც.  მეღვინეობის ქალაქი, თბილისის შემდეგ მეორეა, სადაც ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით "ღვინის ბიბლიოთეკა" გაიხსნა.  "ღვინის ბიბლიოთეკის" გახსნას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, მევენახეობის სამმართველოს უფროსი დავით მაღრაძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის ღვინის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ბესო ბაჯელიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მეღვინეები ესწრებოდნენ.

გააზიარე