ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანში ენერგეტიკის დღეები აღინიშნა

29 სექტემბერი, 2022

ევროკავშირის პროექტის „მერების შეთანხმების" ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდგრადი ენერგეტიკის დღეები აღინიშნება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებმა, გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაცო კამპანია ჩაატარეს და ენერგოეფექტურობის შესახებ პრეზენტაცია გამართეს.

შეხვედრა, რომელსაც 30-ზე მეტი დაინტერესებული ახლაგზარდა ესწრებოდა, კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

პრეზენტაციის ბოლოს, ორგანიზატორებმა აუდიტორიას „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“-ს მიერ გამოგზავნილი საინფორმაციო ხასიათის მაისურები, ჩანთები და სტიკერები გადასცეს.

მდგრადი ენეგეტიკის კვირეულის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები სხვა საჯარო სკოლებშიც გაიმართება.

გააზიარე