ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა

23 მარტი, 2022

გურჯაანში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, ქალაქ გურჯაანში სანაპიროს ქუჩის ნაწილი დასუფთავდა.

აქციაში მონაწილეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამშრომლებთან ერთად მიიღო.

„ დღევანდელი აქციის მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ქალაქის სისუფთავეზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე, არ დავაბინძუროთ, მოვუფრთხილდეთ და უკეთესი გავხადოთ გარემო.“ - აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა.

გააზიარე