გურჯაანში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა
2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
დღეს, გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების კამპანიის ფარგლებში, მშობელთა და ბავშვთა ინტერესების დაცვის ასოციაცია “დიას” ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის და კამპანიის მიზანია, გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით და ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვას და რეალიზაციას.
შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი სოფიო ქუმსიაშვილი, საკრებულოს დეპუტატი, პედიატრი - ნაირა სეხნიაშვილი და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.