გურჯაანმა საქართველოს პირველობას უმასპინძლა თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში
გურჯაანმა საქართველოს პირველობას უმასპინძლა თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში.
ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის მოჭიდავეებს შორის ჩატარდა და მასში 300 - მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
თავისუფალ სტილით ჭიდაობაში წარმატებით იასპარეზეს გურჯაანელმა გიორგი მოსულიშვილმა (65 კგ) და ნიკა გოგიაშვილმა (92 კგ), რომლებიც მესამე ადგილზე გავიდნენ და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
საქართველოს პირველობა 20 - წლამდელ მოჭიდავეთა შორის ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და გურჯაანის სპორტული გაერთიანების მხარდაჭერით გაიმართა.