ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

 გურჯაანმა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ქართულ ჭიდაობაში უმასპინძლა.

28 მარტი, 2022

 გურჯაანმა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ქართულ ჭიდაობაში უმასპინძლა.

 ტურნირი 2008-2010 წლებში დაბადებულებს შორის, 8 წონით კატეგორიაში, გაიმართა და მასში 210 -მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

 წარმატებით იასპარეზეს გურჯაანელმა სპორტსმენებმა, რომლებმაც 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

 ვერცხლის მედლები მოიპოვეს - გიგი კეკვიაშვილმა (55 კგ) და ნიკა ცისკარაშვილმა ( 60 კგ) . ნიკოლოზ დვალი კი (50 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

 ტურნირის გამარჯვებულებს მედლებსა და სიგელებთან ერთად, სპორტული მაღაზიების ვაუჩერები გადაეცათ. 55 წონით კატეგორიაში გამარჯვებულ ხაშურელ სპორტსმენს კი გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი გადაეცა.

 საქართველოს პირველობა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და გურჯაანის სპორტული გაერთიანების მხარდაჭერით გაიმართა.

ჩემპიონატს გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი და ვეტერანი მოჭიდავეები ესწრებოდნენ.

გააზიარე