ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის ტექნოპარში ექიმთა კონფერენცია ჩატარდა

26 ივნისი, 2022

გურჯაანის ტექნოპარკმა ექიმთა კონფერენციას უმასპინძლა.

კონფერენციის თემა იყო - "კარდიო მეტაბოლური დაავადებების თანამედროვე საკითხები", რომელშიც კახეთის რეგიონში მომუშავე ენდოკრინოლოგები, კარდიოლოგები, თერაპევტები და ოჯახის ექიმები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, ექიმ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ნინო ჟვანია, "დეა" კავშირის პრეზიდენტი, პროფესორი რამაზ ყურაშვილი.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის საქმეში წარმატებები უსურვეს.

კონფერენცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

გააზიარე