გურჯაანის ტექნოპარკში პრე-აქსლერატორის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
გურჯაანის ტექნოპარკში პრე-აქსლერატორის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
პრე-აქსელერატორის პროგრამა კახეთის რეგიონისთვის არის ტრენინგების და მენტორშიპების ციკლი არსებული და დამწყები მეწარმეებისთვის.
მონაწილეები პროგრამის განმავლობაში გაეცნობიან სტარტაპის შესაქმნელად და განსავითარებლად საჭირო ინფორმაციას, მიიღებენ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას, სტარტაპ იდეებზე მუშაობის, ინოვაციური პროდუქტის შექმნის, ტექნოლოგიების დანერგვის, პროდუქტის მომხმარებელზე მორგების შესახებ, ისინი პარალელურად იმუშავებენ თავიანთი იდეების დახვეწასა და განვითარებაზე, ასევე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 25 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის აპლიკაციებზე, რათა გააკეთონ განაცხადი გრანტის მოსაპოველად.
მონაწილეობა უფასოა. პროგრამას სრულად აფინანსებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და ხორციელდება კომპანია ქლევერტონის მიერ.
შეგახსენებთ, რომ მონაწილეთა რეგისტრაცია 18 სექტემბერს დასრულდება.