ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის ტექნოპარკში  #GITA - ს 30 000 ლარიანი და 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამების კახეთის რეგიონში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა

26 მარტი, 2022

გურჯაანის ტექნოპარკში  #GITA - ს 30 000 ლარიანი და 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამების კახეთის რეგიონში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. პროგრამა ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს ხუთ რეგიონში ხორციელდება.

 ღონისძიებაში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა, გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გივი მეტრეველმა მიიღეს.

გამარჯვებულები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ დააჯილდოვა.

გააზიარე