ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის ტექნოპარკში "ახალგაზრდული ფორუმი" გაიმართა

6 მარტი, 2022

გურჯაანის ტექნოპარკში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, "ახალგაზრდული ფორუმი" გაიმართა.

ფორუმში ქართველი და უცხოელი სპიკერები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ორ ძირითად თემაზე ისაუბრეს - " თანამედროვე ტექნოლოგიების როლი ბიზნესში“ და ,,სტარტაპ კულტურა და ახალგაზრდების როლი ბიზნესში". ღონისძიება დიალოგის რეჟიმში წარიმართა, რომელშიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელები მონაწილეობდნენ.

პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებაში ინოვაციური ტექნოლოგიების, მეწარმეობის კულტურის დანერგვის ხელშეწყობა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

გააზიარე