გურჯაანის სამუზეუმო და საბიბლიოთეკო გაერთიანებამ წიგნადი ფონდი განაახლა
ა(ა)იპ გურჯაანის სამუზეუმო და საბიბლიოთეკო გაერთიანებამ წიგნადი ფონდი განაახლა.
საბიბლიოთეკო გაერთიანებამ ამ ეტაპზე 172 დასახელების 320 წიგნი შეიძინა, რომლის ძირითადი ნაწილი მხატრული ლიტერატურაა. ასევეა, საბავშვო, პროფესიული, სასწავლო-სამეცნიერო და სხვა ჟანრის ლიტერატურა. წიგნები მკითხველთა მოთხოვნის გათვალისწინებით შეირჩა.
ახალი წიგნები გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკასა და გაერთიანებაში შემავალ, სოფლებში არსებულ, ბიბლიოთეკებში გადანაწილდება.
აღსანიშნავია, რომ გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკამ ასევე შეიძინა ხმოვანი წიგნები და მისი მოსმენისთვის საჭირო ტექნიკა.